D ჯგუფის შეხვედრში ერთმანეთს დანიისა და ტუნისის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ გოლის გარეშე 0:0 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ტუნისელებმა გოლიც გაიტანეს, მაგრამ ისამ ჯებალი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა.
ტაიმის მიწურულს დანიის ნაკრები შმეიხელმა გადაარჩინა, ისევ ჯებალი აღმოჩნდა პირისპირ დანიელ მეკარესთან, კარში დარტყმაც მოახერხა, მაგრამ კასპერ შმეიხელმა ბურთის კუთხურზე გადაგდება შეძლო და საბოლოდ ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ტუნისელებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს. ამასობაში დანიელებიც გააქტიურდნენ და ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მეტოქის კარი მათაც აიღეს, თუმცა ეს გოლიც თამაშგარის გამო გაუქმდა. 55-ე წუთზე დოლბერგს ჰქონდა შანსი დანიის ნაკერები დაეწინაურებინა, მაგრამ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით ვერ შესწვდა და მომენტი განიმუხტა.
ასე და ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი უგოლო ფრე ვიხილეთ – 0:0.
D ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
22.11.2022 |
17:00 |
დანია-ტუნისი |
0:0 |
I ტური |
22.11.2022 |
23:00 |
საფრანგეთი-ავსტრალია |
: |
II ტური |
26.11.2022 |
14:00 |
ტუნისი-ავსტრალია |
: |
II ტური |
26.11.2022 |
20:00 |
საფრანგეთი-დანია |
: |
III ტური |
30.11.2022 |
19:00 |
ავსტრალია-დანია |
: |
III ტური |
30.11.2022 |
19:00 |
ტუნისი-საფრანგეთი |
: |
D ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
დანია |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
2 |
ტუნისი |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
3 |
საფრანგეთი |
0 |
0 |
0 |
0 |
0-0 |
0 |
4 |
ავსტრალია |
0 |
0 |
0 |
0 |
0-0 |
0 |