კატარი 2022 | ოლივიე ჟირუ - ვიცოდით ინგლისის ნაკრების შესაძლებლობები, მაგრამ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მოვიგეთ #1TVSPORT
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. 78-ე წუთზე გამარჯვების გოლი საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფიფას პრესსამსახურის ცნობით, „მილანის“ 36 წლის ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„არაჩვეულებრივია! ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ვიცოდით ინგლისის ნაკრების შესაძლებლობები, მაგრამ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ, ვამაყობ ჩვენი ნაკრებით“, – განაცხადა ჟირუმ TF 1-თან ინტერვიუში.
14 დეკემბერს ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში 13 დეკემბერს არგენტინისა და ხორვატიის გუნდები ითამაშებენ.