კატარი 2022 | ოლივერ ბირჰოფი გერმანიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
კატარი 2022 | ოლივერ ბირჰოფი გერმანიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის ნაკრების გენერალური მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი, – წერს კავშირის პრესსამსახური. ამის მიზეზი ნაკრების წარუმატებელი გამოსვლაა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

ბირჰოფი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან მუშაობდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა, რამაც პლეი ოფში გასვლის საშუალება არ მისცა.