კატარი 2022 | მაროკომ მუნდიალზე კონტინენტის რეკორდი დაამყარა - ორი აფრიკული ნაკრები პლეი ოფში მეორედ გავიდა #1TVSPORT
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მაროკოს ნაკრებმა კანადა 2:1 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. სტატისტიკური პორტალის, Opta Sports-ის ცნობით, ერთდროულად ორმა აფრიკულმა გუნდმა 1/8 ფინალში გასვლა ტურნირის ისტორიაში მეორედ მოახერხა. შეგახსენებთ, მაროკომდე პლეი ოფის საგზური A ჯგუფიდან სენეგალმა მოიპოვა.
პირველად ასეთი შემთხვევა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა – ჯგუფიდან ალჟირისა და ნიგერიის ნაკრებები გავიდნენ, მაგრამ მერვედფინალში ორივე დამარცხდა: ალჟირელებმა გერმანიასთან – 1:2, ხოლო ნიგერიელებმა საფრანგეთთან 0:2 წააგეს.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულების რაოდენობით აფრიკის კონტინენტის ნაკრებებს შორის რეკორდი მოხსნა – F ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
ამ ეტაპზე პლეი ოფში სენეგალის მეტოქე უკვე ცნობილია – ინგლისის ნაკრები. მაროკოს მეტოქე კი E ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება.