კატარი 2022 | ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუნდიალის შემდეგ თანამდებობას დატოვებს #1TVSPORT
კატარი 2022 | ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუნდიალის შემდეგ თანამდებობას დატოვებს #1TVSPORT

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 53 წლის სპეციალისტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კატარში მიმდინარე მუნდიალის დასრულების შემდეგ ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.

ლუის ენრიკე ესპანეთის ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით „ფურია როხა“ ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდა.

გარდა ამისა, ლუის ენრიკემ, „ბარსელონას“ ერთად, ორჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრები 6 დეკემბერს მაროკოს ნაკრებს შეხვდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის შესარჩევ ტურნირზე ესპანეთის ნაკრები ქვეჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.