კატარი 2022 | ლივაკოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე მეკარეა, რომელმაც პენალტების სერიაში სამი დარტყმა მოიგერია [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | ლივაკოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე მეკარეა, რომელმაც პენალტების სერიაში სამი დარტყმა მოიგერია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ხორვატიის ნაკრებმა იაპონია პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრის გმირი ბალკანელების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი გახდა, რომელმაც 11-მეტრიანი ნიშნულიდან მოწინააღმდეგის სამი დარტყმის მოგერიება მოახერხა.

სტატისტიკური პორტალის, Opta Sport-ის მიხედვით, ის გახდა მესამე მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ასეთი რამ მოახერხა.

პირველად ეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების მეკარემ, რიკარდომ შეძლო – მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ პენალტების სერიაში სამი დარტყმა მოიგერია. მეორე კი წინა მუნდიალზე ასევე ხორვატი მეკარე დანიელ სუბაშიჩი გახდა, რომელმაც ეს დანიასთან მატჩში მოახერხა.

დომინიკ ლივაკოვიჩი ზაგრების „დინამოს“ მეკარეა. ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს მიიწვიეს და მას შემდეგ მისი ფორმა 37 მატჩში მოირგო.