კატარი 2022 | ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - ეს ბრინჯაო ჩვენთვის ოქროსფრად ბზინავს #1TVSPORT
კატარი 2022 | ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - ეს ბრინჯაო ჩვენთვის ოქროსფრად ბზინავს #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატების მიერ ბრინჯაოს მედლების მოგების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ეს არის ბრინჯაო მედალი, რომელიც ოქროსფრად ბზინავს. რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ეს მედალი ხორვატი ხალხისთვისაა, ყველასთვის, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობდა.

ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოვიპოვეთ. ამას ცოტა მოელოდა. ბიჭების მიმართ ჩემი პატივისცემა უნდა გამოვხატო, რადგან იშრომეს და შედეგისთვის ითამაშეს. ასეთ ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოგება ფანტასტიკურია“, – განაცხადა დალიჩმა Index.hr-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.