კატარი 2022 | ჯანლუიჯი ბუფონი ირანის ნაკრების მოგებას გამოეხმაურა - თქვენი ხალხისთვის გმირები ხართ, ჩემთვის - მაგალითი #1TVSPORT
კატარი 2022 | ჯანლუიჯი ბუფონი ირანის ნაკრების მოგებას გამოეხმაურა - თქვენი ხალხისთვის გმირები ხართ, ჩემთვის - მაგალითი #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უელსის ნაკრებთან ირანის გამარჯვებას (2:0) გამოეხმაურა.

მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა, ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ „სკუადრა აძურას“ არყოფნის პირობებში, კამერუნის ნაკრებს უქომაგებდა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ სიმპათია სხვა გუნდების მიმართაც გააჩნია და სოციალურ ქსელში ირანის ნაკრების უელსთან გამარჯვებაზე დაწერა.

„თქვენ ისტორიაში დარჩებით თქვენი სიმამაცით. ეს გამარჯვება იმედისა და სიძლიერის ნიშანია მათთვის, ვინც თქვენს ქვეყანაში თავისუფლებისთვის იბრძვის. ბევრისთვის გმირები ხართ, ჩემთვის კი – მაგალითი“ – წერს ჯანლუიჯი ბუფონი.

ირანმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში უელსი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კარლოს კეირუშის გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა.