კატარი 2022 | ჰანს-დიტერ ფლიკი გააგრძელებს მუშაობას გერმანიის ნაკრებში #1TVSPORT
კატარი 2022 | ჰანს-დიტერ ფლიკი გააგრძელებს მუშაობას გერმანიის ნაკრებში #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ.

ამის შესახებ ფლიკმა აცნობა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურს. ის მოამზადებს გერმანიის ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც გერმანიაში გაიმართება.

„ჩემი სამწვრთნელო გუნდი და მე ოპტიმიზმით ვუყურებთ საშინაო ევროპის ჩემპიონატს. ჩვენ, როგორც გუნდს, შეგვიძლია გაცილებით მეტს მივაღწიოთ, ვიდრე კატარში ვაჩვენეთ, სადაც დიდი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. იმედია, მთელი გერმანია გვიგულშემატკივრებს ევრო 2024-ზე“, – განაცხადა ფლიკმა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო.