კატარი 2022 | გერმანიის ნაკრების მწვრთნელი - იაპონიასთან წაგება სასტიკი იმედგაცრუებაა #1TVSPORT
კატარი 2022 | გერმანიის ნაკრების მწვრთნელი - იაპონიასთან წაგება სასტიკი იმედგაცრუებაა #1TVSPORT

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე, იაპონიასთან მარცხზე (1:2) კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წარუმატებლობის მიზეზი დაცვაში დაშვებული შეცდომები და შეტევაში არასაკმარისი ეფექტურობა იყო.

ფლიკი წუხს, რომ მის გუნდს ჰქონდა საგოლე შანსები, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს.

„ეს სასტიკი იმედგაცრუება იყო. ანგარიში გავხსენით, ვიგებდით და გვეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ შემდეგ ბევრი შანსი ხელიდან გავუშვით. უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონიამ ეფექტურობის თვალსაზრისით აშკარად გვაჯობა“ – თქვა ფლიკმა.

მან ასევე გააკრიტიკა გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზი: „ინდივიდუალური შეცდომები, რომლებიც დაცვაში დავუშვით, ასეთი დონის მატჩებში, უბრალოდ, დაუშვებელია. ახლა ფეხბურთელებთან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ვიცით, რომ ადრიანად შინ წასვლა არცთუ სასიამოვნო იქნება.

ყველას ეს წაგება აქვს გონებაში ჩაბეჭდილი. გულშემატკივრები განაწყენებულნი არიან, რომ ვერ მოვიგეთ. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვალთ, უფრო გაბედულნი და თავდაჯერებულნი გავხდებით“.