კატარი 2022 | გარი ლინეკერი საფრანგეთთან მარცხს გამოეხმაურა - ინგლისის ნაკრები სულ უფრო უკეთესი ხდება, მათი დროც მოვა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთთან (1:2) გუნდის დამარცხებას გამოეხმაურა.
„კიდევ ერთხელ დაგვწყდა გული, მაგრამ საფრანგეთის ასეთ გამორჩეულ ნაკრებთან წაგება სამარცხვინო არ არის. შეგვიძლია, მხოლოდ მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს, რადგან დღეს ორ გუნდს შორის სათამაშო კლასში სხვაობა ძალიან ცოტა იყო“, – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.
ლინეკერის შეფასებით, ინგლისის ნაკრები მომავლის გუნდია: „ინგლისის ამ შესანიშნავმა ახალგაზრდულმა გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, ჩვენი ნაკრები სულ უფრო უკეთესი ხდება, მათი დროც მოვა“.
გარი ლინეკერი 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მონაწილეობდა 1990 წლის მუნდიალზე, ასევე 1988 წლის გერმანიისა და 1992 წლის შვედეთის ევროპის ჩემპიონატებში.