კატარი 2022 | გარეტ საუტგეიტმა საფრანგეთთან მარცხზე კომენტარი გააკეთა - გვჯეროდა, რომ მუნდიალის მოგება შეგვეძლო #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:2 წაგების შესახებ კომენტარი გააკეთა და ეროვნულ ნაკრებში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ჩვენი თამაშით უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სხვაგვარად მოხდა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ.
კატარში ვითამაშეთ ტურნირის მოსაგებად და გვჯეროდა, რომ ეს შეგვეძლო. ვფიქრობ, ინგლისმა აჩვენა თავისი ფეხბურთი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ. ჩვენ საკმარისად კარგი გუნდი გვყავს ამის გასაკეთებლად.
რაც შეეხება ჩემს მომავალს – ყოველი ტურნირის შემდეგ ვაანალიზებთ შედეგს და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად ვიღებთ. დრო სჭირდება ყველას, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ“ – განაცხადა საუტგეიტმა ITV-სთან ინტერვიუში.