კატარი 2022 | ფრე უხვგოლიან შეხვედრაში - სერბეთმა კამერუნთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
G ჯგუფში, მეორე ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთისა და კამერუნის ნაკრებები შეხვდნენ. პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდი ქულის გარეშე იყო და ამ მატჩს მათთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
თამაში უფრო აქტიურად სერბებმა დაიწყეს და მე-10 წუთზე რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მიტროვიჩის დარტყმული ძელს მოხვდა და კამერუნი გადარჩა.
სერბებს სახიფათო მომენტით კამერუნელებმაც უპასუხეს და 29-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს — კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ნკულუმ მიმართულება შეუცვალა, დამატებაზე კი კასტელეტომ ცარიელ კარში შეაგდო — 1:0. თამაში კამერუნის შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ აფრიკელებმა უპირატესობის შენარჩუნება ტაიმის ბოლომდე ვერ მოახერხეს.
კამერუნელებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რითიც სერბებმა კარგად ისარგებლეს, არბიტრის მიერ დამატებულ დროში ორჯერ შეძლეს კამერუნელთა კარის აღება და ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა — 2:1.
სერბების უპირატესობით დაიწყო მეორე ტაიმი, რაც მალე ანგარიშშიც აისახა — 53-ე წუთზე სტეფან მიტროვიჩმაც გაიტანა და სერბეთი 3:1 დაწინაურდა.
ამის შემდეგ კამერუნელები თამაშის გადასარჩენად შეტევაში დიდი ძალებით გადავიდნენ. 64-ე წუთზე მათი ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევისას აბუბაქარი სერბების მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ტექნიკური დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი და ანგარიში შეამცირა. ორ წუთში სერბების დაცვა კიდევ ერთხელ „ჩავარდა“, რითიც ამჯერად შუპო-მოტინგმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა — 3:3.
საბოლოოდ, ეს დრამატული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბოლო ტურში სერბეთის ნაკრები შვეიცარიას ეთამაშება, კამერუნელთა მეტოქე კი ბრაზილია იქნება.
G ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
24.11.2022 |
14:00 |
შვეიცარია-კამერუნი |
1:0 |
I ტური |
24.11.2022 |
23:00 |
ბრაზილია-სერბეთი |
2:0 |
II ტური |
28.11.2022 |
14:00 |
კამერუნი-სერბეთი |
3:3 |
II ტური |
28.11.2022 |
20:00 |
ბრაზილია-შვეიცარია |
: |
III ტური |
02.12.2022 |
23:00 |
სერბეთი-შვეიცარია |
: |
III ტური |
02.12.2022 |
23:00 |
კამერუნი-ბრაზილია |
: |
G ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ბრაზილია |
1 |
1 |
0 |
0 |
2-0 |
3 |
2 |
შვეიცარია |
1 |
1 |
0 |
0 |
1-0 |
3 |
3 |
კამერუნი |
2 |
0 |
1 |
1 |
3-4 |
1 |
4 |
სერბეთი |
2 |
0 |
1 |
1 |
3-5 |
1 |