კატარი 2022 | ფიფა გერმანიის საფეხბურთო კავშირს დააჯარიმებს #1TVSPORT
კატარი 2022 | ფიფა გერმანიის საფეხბურთო კავშირს დააჯარიმებს #1TVSPORT

ფიფა-მ გერმანიის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრა — ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიზეზი კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მატჩისწინა სავალდებულო პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გამოუცხადებლობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

შაბათს, 26 ნოემბერს, ესპანეთთან თამაშის წინ, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დოჰაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მარტო მივიდა. მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა პრინციპული მატჩის წინ ისედაც რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელებს ხასიათი კიდევ უფრო დამძიმებოდათ.