კატარი 2022 | ედენ აზარი - მაროკოსთან მატჩის შემდეგ გასახდელში არაფერი მომხდარა #1TVSPORT
ბელგიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ნაკრების ფეხბურთელებმა კევინ დე ბრუინმა, ედენ აზარმა და იან ვერტონგენმა მაროკოსთან მატჩის (0:2) შემდეგ გასახდელში იჩხუბეს, კომენტარი გუნდის კაპიტანმა ედენ აზარმა გააკეთა და ინფორმაცია უარყო.
„მაროკოსთან მატჩის შემდეგ გასახდელში არაფერი მომხდარა, ვერტონგენთან არ მიჩხუბია და ამას ვერც გავბედავდი, ის ხომ ჩემზე მაღალია. იანმა კითხვა დამისვა და ვუთხარი, რომ საკმარისად სწრაფი აღარ არის. ასე რომ, გუნდში ყველაფერი რიგზეა“ – ციტირებს აზარის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ბელგიის ნაკრების აქტივში სამი ქულაა და ბოლო ტურში ხორვატიას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ბელგიელები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გავლენ, ხოლო მარცხის შემთხვევაში მუნდიალს დაემშვიდობებიან.