კატარი 2022 | დანიის ნაკრების მწვრთნელი - უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ავსტრალიასთან მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა #1TVSPORT
კატარი 2022 | დანიის ნაკრების მწვრთნელი - უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ავსტრალიასთან მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა #1TVSPORT

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთთან წაგებაზე (1:2) კომენტარი გააკეთა და ბოლო ტურში ავსტრალიასთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დანიელებმა ორ მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს და პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ავსტრალიის ნაკრები უნდა დაამარცხონ.

„ახლოს ვიყავით დადებითი შედეგის მიღწევასთან. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ორი კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. შანსები ფრანგებსაც ჰქონდათ და საბოლოოდ მეტოქემ მოიგო.

შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. მოუთმენლად ველით ავსტრალიასთან მატჩს, რომელიც  ჩვენთვის, ფაქტობრივად, ფინალად გადაიქცა. შევეცდებით, რომ ამ შეხვედრას კარგი განწყობით შევხვდეთ.

უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ბოლო მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ გვყავს კარგი გუნდი. ფეხბურთში ბევრი რამ წვრილმანებზეა დამოკიდებული და მიმაჩნია, რომ ამაში მეტოქეებს უნდა ვაჯობოთ“, – ციტირებს დანიელი მწვრთნელის სიტყვებს L’Équipe.

ბოლო ტურში, 30 ნოემბერს დანიის ნაკრები ავსტრალიას შეხვდება, რომელსაც 3 ქულა აქვს. დანიელებს პლეი ოფში გასასვლელად მოგება სჭირდებათ. ამავე ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები ტუნისს ეთამაშება. ტუნისელებს, დანიის მსგავსად, 1 ქულა აქვთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ისინიც ინარჩუნებენ.