კატარი 2022 | ბელგიის ნაკრების ახალი მწვრთნელის არჩევისას კურტუას, ლუკაკუსა და დე ბრუინის აზრს გაითვალისწინებენ #1TVSPORT
ბელგიის საფეხბურთო ასოციაცია იწყებს ეროვნული ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის ძიებას.
როგორც გამოცემა Het Nieuwsblad-ი წერს, კანდიდატების არჩევისას ასოციაციის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ნაკრების ლიდერების – ტიბო კურტუას, რომელუ ლუკაკუსა და კევინ დე ბრუინის აზრს.
ბელგიის ნაკრებმა ვერ შეძლო კატარში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანელმა რობერტო მარტინესმა.