კატარი 2022 | ანდრეი შევჩენკო შეიძლება პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების დამრიგებელი ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Onet.pl-ი.
წყაროს ცნობით, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, ცეზარი კულეშამ შეიძლება აღარ გააგრძელოს კონტრაქტი ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელთან, ჩესლავ მიხნევიჩთან.
აღნიშნავენ, რომ კულეშა ოცნებობს იმაზე, რომ მიიწვიოს პოლონეთის ნაკრებში ანდრეი შევჩენკო, რომელიც 2016-21 წლებში ავარჯიშებდა უკრაინას.
პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალამდე მიაღწია და იქ საფრანგეთთან 1:3 დამარცხდა.