კატარი 2022 | ამერიკის ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლისთვის 13 მილიონი დოლარი დაერიცხებათ, მაგრამ 6,5 მილიონი დარჩებათ #1TVSPORT
აშშ-ს ნაკრებმა კატარში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიიღო და ამასთან ერთად, ფიფა-სგან ბონუსების სახით მნიშვნელოვან თანხაც დაერიცხება.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასულ გუნდებს ფიფა-მ პრემიად 13 მილიონი დოლარი დაუწესა, ამერიკელების შემთხვევაში კი ეს თანხა ორად გაიყოფა და 6,5 ქალთა გუნდს გადაეცემა.
საქმე ისაა, რომ ეს რამდენიმე თვის წინ მიღწეული შეთანხმების გამო მოხდება, რომელიც აშშ-ს ეროვნულ ნაკრებებში მოთამაშე მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარ ანაზღაურებას ითვალისწინებს.
ტურნირზე ამერიკელების შემდგომი წინსვლის შემთხვევაში თანხა გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ქალთა ნაკრებმა 2015 და 2019 წლებში თასის მოგების შემდეგ, ჯამში 6 მილიონი დოლარი მიიღო.