კატალონიის რეგიონულ პარლამენტში დაპატიმრებულ პუიჩდემონს მხარდაჭერა გამოუცხადეს
კატალონიის რეგიონულ პარლამენტში დაპატიმრებულ პუიჩდემონს მხარდაჭერა გამოუცხადეს

კატალონიის რეგიონულ პარლამენტში ავტონომიის ლიდერის პოსტზე ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის კანდიდატურის მხარდასაჭერად დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მზადყოფნა გამოთქვეს. საპარლამენტო უმრავლესობა რეგიონულ პარლამენტში გამართულ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ პუიჩდემონი ესპანეთის მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია.

კარლეს პუიჩდემონი 25 მარტს ბერლინში დააკავეს, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა. პუიჩდემონსა და კატალონიის ყოფილი მთავრობის 24 წევრს ოფიციალური მადრიდი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მათგან 13-ს ბრალი უკვე წაუყენეს.

დატოვე კომენტარი