კატალონიის პარლამენტმა რეგიონული მეთაურის კანდიდატურა ვერ დაამტკიცა

10:28, 23.03.2018

კატალონიის პარლამენტმა რეგიონული მეთაურის თანამდებობაზე წარდგენილი ჟორდი ტურულის კანდიდატურის დამტკიცება ვერ შეძლო.

მას 135 დეპუტატიდან მხოლოდ 64-მა დაუჭირა მხარი. პირველ ტურში გამარჯვებისთვის მინიმუმ 68 ხმის მიღება იყო საჭირო.

ჟორდი ტურულის წინააღმდეგ ძირითადად იმ დეპუტატებმა მისცეს ხმა, რომლებიც რეგიონის ქვეყნის შემადგენლობაში დარჩენას ემხორბიან.

მსგავსი