კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარედ როჯერ ტორენტი აირჩიეს
კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარედ როჯერ ტორენტი აირჩიეს

კატალონიის მემარცხენე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი როჯერ ტორენტი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

გასული წლის 21 დეკემბრის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში დღეს პირველად შეიკრიბნენ. ტორენტს მხარი 135 იდან 65-მა დეპუტატმა დაუჭირა. 38 წლის როჯერ ტორენტი რეგიონალური პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი გახდა. ამ პოსტზე მისი კონკურენტი პარტია „მოქალაქეების“ კანდიდატი ხოსე მარია ესპეხო საავედრა იყო.

ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ ჟენერალიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს დაიწყება. ამისთვის მათ 10 დღე ექნებათ, რის შემდეგაც პარლამენტში ამ საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს.
ვინ დაიკავებს კატალონიის ლიდერის თანამდებობას, ჯერ უცნობი რჩება.

ახალი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ცენტრისტებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის ხმები არ ჰყოფნით, ხოლო მოძრაობა “ერთად კატალონიისთვის” ითხოვს, რომ ავტონომიას კარლეს პუიჩდემონმა უხელმძღვანელოს.ბრიუსელში მყოფი კატალონიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ ესპანეთში გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურამ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამიტომ პიუჩდემონიისთვის, რომ ის ამ თანამდებობაზე დისტანციურად აირჩიონ, რასაც მადრიდში ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რონ ეს კანონს არ შეესაბამება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ კატალონიის ახალ მეთაურად პუიჩდემონს აირჩევენ, ავტონომიაში მოქმედი სპეციალური რეჟიმი არ გაუქმდება და კონსტიტუციის 155-ე მუხლის მოქმედება გახანგრძლივდება.

კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართა. შედეგად, ცენტრისტებმა, რომლებიც ესპანეთის ერთიანობას უჭერენ მხარს 36 მანდატი მიიღეს, ხოლო პუიჩდემონის კოალიციამ “ერთად კატალონიისთვის” 34 მანდატი.

პატიმრობაში მყოფი კატალონიის მეთაურის ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერესის პარტიას ახალ პარლამენტში 32 დეპუტატი ჰყავს. სოციალისტებმა 17 მანდატი მიიღეს.

ულტრამემარცხენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ესპანეთის მმართველი პარტიამ 4-4 მანდატი დაიმსახურეს. შედეგად, კატალონიის ახალ პარლამენტში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებს საერთო ჯამში 70 დეპუტატი ეყოლებათ.