კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, დამწვარია 3 000-ზე მეტი ჰექტარი ფართობი, ევაკუირებულია ათეულობით ადამიანი [ვიდეო]
კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, ათეულობით ადამიანი ევაკუირებულია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ხანძრის გამო 18 000-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაში იმყოფება.
ამ დროისთვის დამწვარია 3 000-ზე მეტი ჰექტარი. ხანძრის ჩასაქრობად 300-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ძლიერი ქარი ართულებს ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გასვლა აკრძალულია.