კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია ხუთი მარში. აქციის მონაწილეებმა ბარსელონაში ქუჩების ბლოკირება მოახდინეს. მათ შეუერთდნენ სტუდენტებიც.

გამოცემა „ელ პაისის“ ინფორმაციით, აქციის გამო პარალიზებულია ბარსელონასა და ჟირონას შორის სარკინიგზო მიმოსვლა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში კატალონიაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 200 ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს 9-დან 13-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.