კატალონიაში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს
კატალონიაში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს

კატალონიაში მიმდინარე დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა პოლიციის მიერ აღმართული მეტალის ბარიკადების გადალახვა სცადეს, რის შემდეგაც სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოეყენებინათ. არეულობის დროს პოლიციამ შვიდი აქტივისტი დააკავა.

დღეს კატალონიაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესს მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა ჰქონდა. ამის გასაპროტესტებლად ბარსელონაში რამდენიმე ასეული სეპარატისტი გამოვიდა.

კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ერთი წლის წინ გაიმართა. დღეს ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონის მოსახლეობის პოზიციები კვლავ ორად არის გაყოფილი.