კატალონიაში პოლიციამ უკანონო წვეულების მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა

08:06, 03.01.2021

კატალონიაში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა უკანონო წვეულების მონაწილეები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბარსელონასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში გამართული საახალწლო წვეულება ორი დღე გრძელდებოდა და მას 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

უკანონო წვეულების მონაწილეთა ნაწილმა ადგილზე მისულ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

დაკავებულია წვეულების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი. მათ ჯარიმის სახით 3000-დან 60 000-მდე ევროს გადახდა მოუწევთ.

მსგავსი