კატალონიაში ჟერარდ პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვის ბრალდებით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს [ვიდეო]

კატალონიაში ფეხბურთელ ჟერარდ პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვის ბრალდებით ქართველი „კანონიერ ქურდი“ დააკავეს.

როგორც ესპანური მედია წერს, პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა ქართველი „კანონიერ ქურდი“, რომელიც ბარსელონაში და მიმდებარე ტერიტორიებზე ფეშენებელური სახლებისა და ბინების გაქურდვის ოპერაციებს პირადად ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ინფორმაციით, გოჩა მაისურაძე რვა თანამზრახველთან ერთად აიყვანეს. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მაისურაძე, რომლის ზედმეტსახელია „გოგიტა“, რამდენიმე კრიმინალურ დაჯგუფებას აკონტროლებდა. აღნიშნული ჯგუფები ბარსელონაში და ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე მდიდრულ სახლებსა და ბინებში შედიოდნენ.

გამოძიების ცნობით, ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნაქურდალის ღირებულების 50%-ს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კრიმინალური ჯგუფის წევრებს სასტიკად უსწორდებოდა. მას ადანაშუალებენ ადამიანების ცემაში, გატაცებასა და წამებაში.

დაკავებულ მაისურაძეს თან აღმოაჩნდა დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ ის რამდენიმე დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამოღებულია საბუთები, რომლებშიც კრიმინალების მიერ დაგეგმილი აქტივობები და ფულის გათეთრების მეთოდებია აღწერილი.

სასამართლომ მაისურაძე და მასთან ერთად დაკავებულ რვა პირას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა.