კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე აქტივისტებმა გზები გადაკეტეს
კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე აქტივისტებმა გზები გადაკეტეს

კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 21 თებერვალს, ღამით აქტივისტებმა გზები გადაკეტეს. მათ ავტომობილების საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს და ამ გზით ქალაქების დამაკავშირებელი გზები ჩახერგეს.

დემონსტრაცია ქალაქ გირონაში გაიმართა.

შეკრებილმა აქტივისტებმა კატალონიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნასთან ერთად, დაკავებული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გააპროტესტეს.

12 პოლიტიკური ლიდერის სასამართლო პროცესი 12 თებერვალს მადრიდში დაიწყო. პროცესზე სწავლობენ  დაკავებული პირების როლს ხელისუფლების მიერ არალეგიტიმურად ცნობილ რეფერენდუმსა და დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.

კატალონიაში დღეს კიდევ რამდენიმე დემონსტრაციაა დაგეგმილი. აქციები ბარსელონას ცენტრალურ ნაწილში მასშტაბური დემონსტრაციით დასრულდება.