კატალონიაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

17:06, 29.09.2018

კატალონიაში რეფერენდუმის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

აქციის მონაწილეები ბარსელონაში არსებული პოლიციის მთავარი განყოფილებების მიმართულებით ერთობლივ მსვლელობას მართავდნენ.

სამართალდამცველებმა კი მათ გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. შედეგად მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დემონსტრაციის პარალელურად ქალაქში ინდურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, სწორედ ამიტომ აქტივისტებს ადგილზე ფერადი ფხვნილები ჰქონდათ. ფესტივალისთვის განკუთვნილი ატრიბუტები დემონსტრანტებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოიყენეს.

კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა.

მაშინ, საყოველთაო გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რეგიონის მოქალაქეების 90 პროცენტზე მეტს სურდა. 27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა. მომდევნო დღეს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, გააუქმა მთავრობის ძალაუფლება და პარლამენტი დაშალა.

 

მსგავსი