კატალონიელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ჟირონაში გამართული „ესპანეთის ერთიანობის დაცვის“ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაარბიეს.
პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. არეულობის დროს 27 პირი დაშავდა. მათ შორის ოთხი სამართალდამცველია.
დემონსტრაცია ესპანეთის კონსტიტუციის მე-40 წლისთავის აღსანიშნავად, მემარჯვენე პარტია VOX-ის, პლატფორმა Borbonia-სა და სახალხო პარტია „პლატფორმა კატალონიისთვის“ ინიციატივით იმართებოდა. თუმცა, დემონსტრაციის ჩაშლას რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე მემარცხენე კატალონიური მოძრაობა შეეცადა.
მისი წევრები ჟირონის მთავარ მოედანზე შეიჭრნენ და ტერიტორიის დაკავებას შეეცადნენ.