კატალონიაში აქციაზე მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლება მოითხოვეს
კატალონიაში აქციაზე მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლება მოითხოვეს

კატალონიის მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით ბარსელონაში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ჟორდი სანჩესსა და ჟორდი კუიშარს ესპანეთის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა ზუსტად ორი თვის წინ შეუფარდა. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწოდებაში ედებათ ბრალი. მათთან ერთად პატიმრობაში რჩება ჟენერალიტეტის კიდევ ორი წევრი. 27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა რეფერენდუმის შედეგად რეგიონის ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის მთავრობა დაითხოვა, რეგიონი დედაქალაქს დაუქვემდებარა და კატალონიაში ვადამდელი რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

ამ მოვლენების შემდეგ, კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში გაემგზავრა. ის დღემდე ბელგიაში რჩება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პუიჩდემონი ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს.