„კასტილია“ „დიდუბის თასი 2022“-ის გამარჯვებულია, „პელე“ „მიმინოსთან“ დაამარცხდა #1TVSPORT
„კასტილია“ „დიდუბის თასი 2022“-ის გამარჯვებულია, „პელე“ „მიმინოსთან“ დაამარცხდა #1TVSPORT

დასრულდა მინი-ფეხბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2022“, რომელიც საფეხბურთო სკოლა „იმედის“ სტადიონზე მიმდინარეობდა.

ტურნირში, „დიდუბის თასი 2022“ რომელიც ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, სულ 18 გუნდი მონაწილეობდა. გუნდებს შორის ასპარეზობა 18 ივნისს დაიწყო და ოთხ დღეს გაგარძელდა.

ფინალში „კასტილია“ „დარვინას“ დაუპირისპირდა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის მატჩში კი „მიმინომ“ „პელე“ დაამარცხა.

ორგანიზატორებმა გამოავლინეს საუკეთესო მეკარე, ფეხბურთელი და ბომბარდირი. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი გეკა მელანიშვილმა მოიპოვა. საუკეთესო მეკარის – დავით სომხიშვილმა, სუკეთესო ბომბარდირად კი, გიორგი გოშთელიანი დასახელდა.