კასპში ხვალ უეფას მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ოფიციალურ ღონისძიებას, რომლის დროსაც საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაეშვება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კასპის სტადიონი უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტებით აშენდება, დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა.
ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.