კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ
კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატ ქეთევან გაგოევის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრისას მომხდართან დაკავშირებით დეტალურად მისი ემოციური მდგომარეობის გამო არ უსაუბრია. როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული ყოფილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

„ბრალდება ჯერ არ წარდგენია და წარედგინება დღეს. საათი ჯერ უცნობია, სავარაუდოდ დილის საათებში. დუმილის უფლებას იყენებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მისი ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, როდესაც მოვინახულე საერთოდ არაფერი უთქვამს მომხდართან დაკავშირებით“, – განცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული 15 იანვარს კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

დატოვე კომენტარი