კასპის სოფელ ქვათახევში ტყის ქვედა საფარი იწვის, ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს
კასპის სოფელ ქვათახევში ტყის ქვედა საფარი იწვის, ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვათახევში ტყის ქვედა საფარი იწვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა და ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.

უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.