კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში „კოვიდ19“- ით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში „კოვიდ19“- ით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში „კოვიდ19“- ით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

ბოლო 24 საათში სოფელ ქვემო ჭალაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„კოვიდ19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, ქვემო ჭალაში, სამთავისსა და იგოეთში საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია სამთავისის საბავშვო ბაღშიც.

„მთლიანად კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 15 ქვემო ჭალის მცხოვრებია და ძირითადად ოჯახურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. გრძელდება ეპიდკვლევა. ჩვენი ცენტრის თანამშრომლები აგრძელებენ ზედამხედველობას ქვემო ჭალაში, სამთავისსა და იგოეთში. სკოლები სამივე სოფელში კვლავ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან. გუშინ ტესტირება ჩაუტარდათ სამთავისისა და ქვემო ჭალის სკოლის პედაგოგებს და ყველა პასუხი იყო უარყოფითი“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ნონიაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ჭალაში, სამთავისსა და იგოეთში პოლიციის მიერ სპეციალურად მოწყობილ პუნქტებზე თერმოსკრინინგი გრძელდება.

დატოვე კომენტარი