კასპიის ზღვაში, ნავთობის საბადოზე ტალახის ვულკანი ამოიფრქვა — #1tvმეცნიერება
რამდენიმე დღის წინ, კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის საბადოებზე მასიური აფეთქება მოხდა. ცეცხლის ალის სიმაღლე ასობით მეტრს აღწევდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, ყველაფერში „დამნაშავე“ ტალახის ვულკანია.
აფეთქება 4 ივლისს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა, უმიდის გაზის საბადოდან 10 კილომეტრში, ბაქოდან დაახლოებით 80 კმ-ის მოშორებით. ცეცხლი მეორე დილამდე გიზგიზებდა.
WATCH: Large explosion reported near oil platform in the Caspian Sea; officials say it may have been caused by a mud volcano pic.twitter.com/eqwNw110bF
— BNO News (@BNONews) July 4, 2021
ადგილობრივი ხელისუფლება თავდაპირველად ეჭვობდა, რომ ინციდენტი ერთ-ერთ ჭაბურღილზე მოხდა, მაგრამ მოგვიანებით, სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ განაცხადა, რომ პირველადი გამოძიების მიხედვით, აფეთქების მიზეზი ტალახის ვულკანია და მისი არც ერთი პლატფორმა დაზიანებული არ არის.
ტალახის ვულკანი ვულკანის იშვიათი ტიპია, რომელიც ლავის ნაცვლად ტალახისა და წყლის სუპერცხელ ნაზავს აფრქვევს, არც ისე ცხელს, როგორც ჩვეულებრივი ვულკანები.
თუმცა, ისინი ასევე შეიცავს ბუნებრივი აირების დიდ კონცენტრაციას, რომელიც ამოფრქვევისას ქანების სწრაფი მოძრაობისას წარმოქმნილი ნაპერწკლით შეიძლება აალდეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს მოხდა კასპიის ზღვაშიც.
A mud volcano was the cause of an explosion seen in the Caspian Sea off the coast of Azerbaijan, officials say. https://t.co/EAhrTWPhaW pic.twitter.com/rS9ZGM4AlX
— ABC News (@ABC) July 5, 2021
დედამიწაზე სულ დაახლოებით 1000 ტალახის ვულკანია; აქედან დაახლოებით 400 აზერბაიჯანშია. ამას ემატება ნავთობისა და გაზის მარაგების სიუხვეც და ამ ქვეყანას ხშირად „ცეცხლის ქვეყანას“ უწოდებენ.
„აზერბაიჯანის ტალახის ვულკანები მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უმძლავრესია“, — წერს ტვიტერზე ავსტრალიის ადელაიდას უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი და ტალახის ვულკანების ექსპერტი მარკ ტინგეი.

ტალახის ვულკანთა უმეტესობა განთავსებულია მათივე ამოფრქვევების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულებზე, მაგრამ ზოგიერთი მათგანი წყალში იმალება და აქტიურობის დროს, წყალს ზემოთ პატარა, დროებით მწვერვალებს წარმოქმნის.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.