კასპერ დოლბერგის 70-ათასიანი საათის ქურდობაში „ნიცას“ ფეხბურთელია ეჭვმიტანილი
კასპერ დოლბერგის 70-ათასიანი საათის ქურდობაში „ნიცას“ ფეხბურთელია ეჭვმიტანილი

ცნობილი გახდა იმ ინციდენტის ზოგიერთი დეტალი, რომელიც „ნიცას“ დანიელ ფორვარდ კასპერ დოლბერგს შეემთხვა.

გასულ კვირას, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ დოლბერგს „ნიცას“ გასახდელიდან მოპარეს საათი, რომლის ღირებულება 70 ათასი ევროა. ამ ინციდენტის შემდეგ, დანიელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა ვარჯიშზე, ვიდრე ქურდს არ იპოვიდნენ.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი გახდა დოლბერგის თანაგუნდელი ლამინ დიაბი.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ფეხბურთელის ბრალი დამტკიცდება, „ნიცა“ მასთან კონტრაქტს გაწყვეტს. დიაბი ვალდებული იქნება, ჩვენება მისცეს და დაესწროს მოსმენებს, რომლებზეც კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს მიიღებს.

დიაბი „ნიცას“ სისტემაში 13 წლის ასაკიდან იმყოფება. გასულ სეზონზე მან ექვსი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში.