დანიის ნაკრების ფორვარდს დიაბეტი დაუდგინდა #1TVSPORT
დანიის ნაკრების ფორვარდს დიაბეტი დაუდგინდა #1TVSPORT

საფრანგეთის „ნიცასა“ და დანიის ნაკრების ფორვარდმა კასპერ დოლბერგმა გამოაცხადა, რომ სამედიცინო შემოწმებამ პირველი ტიპის დიაბეტი დაუდგინა. ამ ავადმყოფობისას, პაციენტს ინსულინის ყოველდღიური შეყვანა ესაჭიროება.

„მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, გაირკვა ბოლო პერიოდში ჩემი სისუსტისა და თავბრუსხვევის მიზეზი. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ჩემს საფეხბურთი კარიერას არაფერი ემუქრება“, – დაწერა „ინსტაგრამში“ 24 წლის ფეხბურთელმა.

დოლბერგმა დააზუსტა, რომ გამოტოვებს ორ უახლოეს სანაკრებო შეხვედრას ფარერებისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ. ეროვნულ გუნდში მას 32 მატჩი და 10 გოლი აქვს. „ნიცაში“ ფორვარდი 2019 წელს „აიაქსიდან“ გადავიდა.