კასილიასმა და გუტიმ „რეალის“ მარცხზე კომენტარები გააკეთეს
ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან დიდი ანგარიშით (0:3) წაგების შემდეგ, „რეალ მადრიდის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
„როდესაც პარიზში ჩადიხარ და სამი ვარსკვლავის გარეშე მოთამაშე კლუბთან უსანსოდ აგებ, ეს ძალიან ცუდი შედეგია“, – დაწერა გუტიმ „ტვიტერზე“.
ცოტა ხნის შემდეგ კი მას გუნდის ყოფიმა მეკარემ, იკერ კასილიასმაც უპასუხა: „დაცვა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. პარიზელებმა ნახევარდაცვაში საუცხოოდ ითამაშეს. დი მარიამ დაამტკიცა თავისი სიდიადე. ყველაფერი წინაა, ეს მხოლოდ დასაწყისია“.
Defensivamente hay que mostrarse más fuerte. El @PSG_espanol ha mostrado su fuerza en el centro del campo. Mucho talento y un grandisimo Di Maria. Queda mucho. Esto acaba de empezar. https://t.co/vMr91VgKMz
— Iker Casillas (@IkerCasillas) 18 September 2019