კაშიას სახის ძვალი დაუზიანდა - ჩიხურას კაპიტანმა ოპერაცია გაიკეთა
კაშიას სახის ძვალი დაუზიანდა - ჩიხურას კაპიტანმა ოპერაცია გაიკეთა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში საჩხერის ჩიხურა თბილისის ლოკომოტივს მიხეილ მესხზე 19:00 საათზე უმასპინძლებს.

საჩხერელები შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. ცნობილი გახდა, რომ გუნდს ტრამვის გამო კაპიტანი შოთა კაშია ვერ დაეხმარება, რადგან მან ბათუმის დინამოსთან გამართულ შეხვედრაში სახის ძვლის დაზიანება მიიღო და გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ვარაუდით, შოთა სამ კვირაში შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.

მაგრამ ეს საჩხერელთა ბოლო დანაკლისი არაა. ბათუმელებთან შეხვედრაში ცხვირის ძვლის ტრამვა მიიღო მეორე ცენტრალურმა მცველმა, დავით მაისაშვილმაც. კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას.

გუნდს ვერც გიორგი ფანცულაია და თეიმურაზ მარკოზაშვილი ეხმარებიან. მათ კუნთის დაზიანება აქვთ და ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესს გადიან. სამაგიეროდ, ჩიხურას ერთი ტრავმირებული მოთამაშე დაუბრუნდა – თორნიკე მუმლაძე.