გურამ კაშიამ სლოვაკეთის თასზე გაიტანა და ბრატისლავას „სლოვანს“ „ბელუშასთან“ მოგებაში დაეხმარა – 6:1.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა თასის 1/32-ფინალური შეხვედრა მესამე ლიგის გუნდთან გასვლაზე გამართა და დიდი უპირატესობით მოიგო. თუმცა, ჩემპოიონთა ლიგის მონაწილეებმა შესვენებამდე მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
მეორე ნახევარში კი „სლოვანის“ დიდი უპირატესობა სწრაფად გამოიკვეთა. ბრატისლაველებმა 10-წუთში სამი გოლი გაიტანეს, საბოლოოდ კი მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლიეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გოლი „ბელუშას“ კარში 72-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 5:1 გახადა.
ბრატისლავას „სლოვანი“ შემდეგ შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატში „მიხალოვცესთან“ 27 სექტემბერს გასვლაზე გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1 ოქტომბერს ბრატისლავაში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.