კარვახალი ესპანეთის ნაკრებს შეუერთდა
კარვახალი ესპანეთის ნაკრებს შეუერთდა

მადრიდის „რეალის“ მცველი დანიელ კარვახალი ესპანეთის ნაკრებს შეუერთდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეკრებას გადის, – იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ეროვნული გუნდის ბაზაზე კარვახალი ​რეაბილიტაციის პროცესს გაივლის ტრავმის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო.

ორშაბათს ფეხბურთელმა მაგნიტო-რეზონანსული შემოწმება გაიარა ნაკრების სამედიცინო შტაბის თანდასწრებით. გამოკვლევამ ბარძაყის უკანა ნაწილის დაზიანება აჩვენა. მცველის აღდგენის თარიღს არ აზუსტებენ.

მანამდე Marca-მ დაწერა, რომ ფეხბურთელი სრულად 2-3 კვირის შემდეგ გამოჯანმრთელდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ის გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 15 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ.