„კარპატის“ მწვრთნელი - სანდოხაძე დაშავებულია
„კარპატის“ მწვრთნელი - სანდოხაძე დაშავებულია

ლვოვის „კარპატიმ“ უკრაინის პრემიერლიგის აუტსაიდერთა ექვსეულში ოდესის „ჩერნომორეცს“ უმასპინძლა.

სამწუხაროდ, მატჩი ლვოველთა ქართველი მცველისთვის, ნიკა სანდოხაძისთვის ცუდად დასრულდა. მართალია, მისმა გუნდმა „კარპატმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხა და ნიკამ თამაში ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 27-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა – 23 წლის მცველი ოდესელთა თავდამსხმელ ივან მატიაჟთან შეჯასების შემდეგ დაშავდა.

„წინასწარი ინფორმაციით, სანდოხაძემ ტერფი დაიზიანა. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქართველი მცველი მოედანზე რაც შეიძლება მალე რომ დააბრუნონ“, – განაცხადა „კარპატის“ ოფიციალურ ვებგვერდთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბოიჩიშინა.