„საბურთალომ“ „კარპატიდან“ მცველი დაიმატა
„საბურთალომ“ „კარპატიდან“ მცველი დაიმატა

საბურთალომ“ ცნობილი უკრაინული კლუბის, ლვოვის „კარპატის“ მცველი დაიმატა – საქართველოს პირველი არხის ცნობით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი კონტრაქტის პირობებზე ნიკა სანდოხაძეს შეუთანხმდა.

ერთი კვირაა, რაც 25 წლის მცველი „საბურთალოში“ ვარჯიშობს, მაგრამ მოლაპარაკება ბოლო დღეებში დაიწყო და მხარეები შეთანხმდნენ.

სანდოხაძემ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, 2017 წლებში „სამტრედიაში“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, საიდანაც ლვოვის „კარპატში“ მიიწვიეს.

ნიკა საქართველოს საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 19 და 21-წლამდელთა) ნაკრებების წევრი და კაპიტანი გახლდათ, 2013 წელს 19-წელამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

სანდოხაძე და „საბურთალო“ კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს დღეებში აპირებენ.