კაროლ ნავროცკი – ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პოლონეთის სოფლის მეურნეობას საფრთხეს უქმნის
ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პოლონეთის სოფლის მეურნეობას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „თამაშში მეტისმეტად გვიან ჩაერთო“ და „პოლონელი ფერმერებისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილებების შეჩერება“ ვერ მოასწრო.
როგორც ნავროცკიმ აღნიშნა, ქვეყანა ამჟამად ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის შეთანხმების შედეგებს ებრძვის.
„მე პოლონეთის პრეზიდენტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მესმის უკრაინის მისწრაფებები, ყოველთვის დავიცავ პოლონელი ფერმერებისა და პოლონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ინტერესებს, მათ შორის „მწვანე შეთანხმებისა“ და ევროკავშირის გადაწყვეტილებების კონტექსტში“, – განაცხადა ნავროცკიმ.
Prezydent RP @NawrockiKn: Walczymy z konsekwencjami umowy UE z Mercosur. Zbyt późno wszedłem do gry, choć w tym przegranym trybie robiłem wszystko na całym świecie, aby powstrzymać złe rozwiązania dla polskich rolników. Uznaję także, że zagrożeniem dla polskiego rolnictwa jest… pic.twitter.com/oSOH3bziHj
— Kancelaria Prezydenta RP (@prezydentpl) June 19, 2026