კაროლ ნავროცკი - პოლონეთს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბირთვული, ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამხედრო შესაძლებლობები, პოლონეთსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობა სწორედ ამაზეა დაფუძნებული
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბირთვული სიმძლავრეების განლაგებას თავის ქვეყანაში და ამაში საფრანგეთის დახმარებას იმედოვნებს.
კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ საფრანგეთის ბირთვული იარაღი პოლონეთში განთავსდება, ნავროცკიმ უპასუხა, რომ პოლონეთი ბირთვული იარაღის განლაგების პროგრამაში უნდა ჩაერთოს.
„როგორც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მჯერა, რომ პოლონეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ბირთვული იარაღის გაზიარების პროცესში. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ბირთვული, ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამხედრო შესაძლებლობები. პოლონეთსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობა სწორედ ამაზეა დაფუძნებული. შესაძლოა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, თუ მკითხავთ, უნდა მიიღოს თუ არა პოლონეთმა მონაწილეობა ბირთვული იარაღის გაზიარებაში, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ: „დიახ““, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შესთავაზებს მოკავშირეებს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებას შეერთებული შტატების ჩასანაცვლებლად. მაკრონმა განაცხადა, რომ მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან ბირთვული შეკავების საკითხებში.