კაროლ ნავროცკი – მხარს ვუჭერ და გავაგრძელებ პოლონეთ-აშშ-ის ალიანსის დაცვას, კარგია ალიანსები, რომლებიც ემყარება თანამშრომლობას და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს პოლონეთში აშშ-ის დამატებითი ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, პოლონეთი და აშშ მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მათი ურთიერთობა თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას ემყარება.
„მე მხარს ვუჭერ და გავაგრძელებ პოლონეთ-ამერიკის ალიანსის დაცვას – უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საყრდენს ყველა პოლონური სახლისა და მთელი ევროპისთვის. კარგი ალიანსები ისინია, რომლებიც ემყარება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოლონეთის მიმართ მეგობრობისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკულ ასპექტსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ. პოლონეთისა და პოლონელი ხალხის უსაფრთხოება ჩემი მთავარი პრიორიტეტია!“ – განაცხადა მან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, პოლონეთის კონსერვატორ პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან კარგი ურთიერთობა აქვს და სწორედ ეს გახდა პოლონეთში დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნის მიზეზი.
I stand and will continue to stand guard over the Polish-American alliance–a vital pillar of security for every Polish home and for all of Europe.
Good alliances are those based on cooperation, mutual respect, and a commitment to our shared security.I thank U.S. President…
— Karol Nawrocki (@NawrockiKn) May 21, 2026