კარმენ რომერო - ვებინარზე „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ შევთანხმდით, რომ გვჭირდება, განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად
კარმენ რომერო - ვებინარზე „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ შევთანხმდით, რომ გვჭირდება, განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად

​ყველა შევთანხმდით, რომ გვჭირდება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა ჩვენს საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში, კარმენ რომერო წერს.

კარმენ რომერო 26 ივნისს გამართულ ვებინარს „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურთან ჩვენი ერთობლივი ვებინარის თემა იყო ​საქართველოს ძალისხმევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ​ყველა შევთანხმდით, რომ გვჭირდება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა ჩვენს საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად“, – წერს კარმენ რომერო.

ვებინარი სახელწოდებით „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. რა როლი აქვს ევროკავშირსა და ნატო-ს“ 26 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი ოლივერ რენჩლერი, საქართველოს პრემიერის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი და ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის წარმომადგენელი ეთო გურიაშვილი.

ვებინარის მიზანი იყო, განეხილათ, თუ რა გავლენას ახდენს ინფორმაცია საქართველოზე და ერთობლივად კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ქართული საზოგადოების დასახმარებლად.