კარმელო ენტონის დებიუტი „პორტლენდში“ „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ შედგება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ კარმელო ენტონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას უბრუნდება. 35 წლის კალათბურთელი „პორტლენდის“ ღირსებას დაიცავს.
ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, „მელო“ ხელფასის სახით დღეში $15 000 ამერიკულ დოლარს 2020 წლის 7 იანვრის ჩათვლით მიიღებს. რაც შეეხება მის ახალ გუნდს, „პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში ხუთი მოგებითა და რვა მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას „ბლეიზერსი“ 19 ნოემბერს სტუმრად „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს. კარმელოს დებიუტი კი 20 ნოემბერს „ნიუ ორლეანთან“ იგეგმება.